საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

პირად მცველთა საერთაშორისო ტურნირი ''ბათუმი 2014''

2014-06-24 17:21:00

ქალაქ ბათუმში სტარტი აიღო პირად მცველთა საერთაშორისო ტურნირმა ,,ბათუმი 2014“, რომლის მიზანია პირად მცველთა პროფესიული უნარ-ჩვევების სრულყოფა და კონკურენტულ გარემოში წარმოჩენა, ასევე სდსს-სა და საზღვარგარეთის ქვეყნების დაცვის სამსახურებს შორის თანამშრომლობისა და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება, პროფესიულ სფეროში გამოცდილების გაზიარება.

ტურნირს საფუძველი ჩაეყარა 1999 წელს, უკრაინაში და ყოველწლიურად იმართებოდა ქ. იალტაში. წელს ტურნირის მასპინძელი იყო საქართველო. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვას, უკრაინის, ბელარუსის და საქართველოს გუნდებმა. საპატიო სტუმრების სტატუსით ტურნირს ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის წარმომადგენლები.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან ერთად ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ უკრაინის პირად მცველთა საერთაშორისიო ფედერაცია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის კულტურის ცენტრი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტრო.

ტურნირს სპონსორობას უწევდა კომპანია ,,სოკარი”. (იხ.ფოტოალბომი).

ტურნირის პირველ დღეს შეჯიბრებები გაიმართა ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენაში, დასაცავი პირის ქვეითად გადაადგილებისას თავდასხმის მოგერიებასა და ევაკუაციაში, ასევე ხელჩართული ბრძოლის ილეთების დემონსტრირებაში.

ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენაში I ადგილი დაიკავა სამსახურის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს გუნდმა, II ადგილი - მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურის გუნდმა, ხოლო სამსახურის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს გუნდი III ადგილის მფლობელი გახდა.

შეჯიბრებების მეორე სახეობაში I ადგილზე გავიდა სდსს გუნდი, მეორე ადგილზე - აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს გუნდი, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა.

ხელჩართული ბრძოლის ილეთების დემონსტრირებაში I საპრიზო ადგილი დაიკავა მიხაილ მარჩენკომ (მოლდოვა), II ადგილის მფლობელი გახდა გრიგოლ გოგალაძე (სდსს) და III ადგილი დაიკავა ალეკსეი სპინუმ (მოლდოვა)

ასპარეზობის მეორე დღეს გაიმართა შეჯიბრი სხვადასხვა პოზიციიდან ცეცხლსასროლი იარაღით სროლასა და დასაცავ პირთან ერთად ქვეითად გადაადგილებისას თავდასხმის მოგერიების ილეთების დემონსტრირებაში(იხ.ფოტოალბომი).

ტურნირის დასკვნითი ეტაპი დაეთმო ავტომობილებით დაბრკოლებათა ხაზის გადალახვას. I ადგილი დაიკავა ვეფხია ბრეგვაძემ (სამსახურის აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს გუნდი), II ადგილი - გაბრიელ ტრეისტარუმ (რუმინეთი), ხოლო III ადგილის მფლობელი გახდა ვლადიმერ მოროზანი (მოლდოვა).

ანალოგიური ტურნირების ისტორიაში პირველად მოხდა მცურავი საშუალებით გადაადგილებისას დასაცავი პირის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დემონსტრირება (ქ. ბათუმის იახტკლუბი).

დღის ბოლოს, ქ. ბათუმის საზაფხულო თეატრში, გაიმართა ტურნირის საზეიმო დახურვა და გამარჯვებული და მონაწილე გუნდების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელსაც სამსახურის ხელმძღვანელობასთან ერთად ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი რიჩარდ ნორლანდი. (იხ.ფოტოალბომი)

დასასრულს სამსახურის უფროსმა, ბატონმა თეიმურაზ მღებრიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მასპინძლობას გაუწევს პირად მცველთა შორის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს.

 

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო