საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

საერთაშორისო თანამშრომლობა

2015-03-13 18:14:00

2015 წლის 26-27 თებერვალს,მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ.კიშინიოვში, გაიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურისა და რუმინეთის დაცვის სამსახურის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. 

შეხვედრაზე შემუშავებული და განხილული იქნა აღნიშნულ სამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმის პროექტი.ოქმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება დაცვით ღონისძიებებში ჩართული პირების  პროფესიული მომზადების  სფეროში, კონკრეტულად კი ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავება, მიღებული საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაცნობა-გაზიარება, ასევე მხარეთა პერსონალის პროფესიული სწავლებისა და განვითარების მიზნით კონფერენციების, სემინარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა,  ინფორმაციისა და  სასწავლო-მეთოდური მასალის ურთიერთგაცვლა.

საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და რუმინეთის დაცვის სამსახურების ხელმძღვანელთა მიერ თანამშრომლობის შესახებ ოქმის ხელმოწერა დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში. (იხ.ალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
151617
18
192021
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო