საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ინსტრუქტორთა ერთობლივი სემინარი

2015-05-27 16:58:00

2015 წლის 24 აპრილს, მოლდოვას რესპუბლიკის, საქართველოსა და რუმინეთის სახელმწიფო დაცვის სამსახურებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ოქმის საფუძველზე, მიმდინარე წლის 19-21 მაისს მოლდოვაში (ქ.კიშინიოვი) გაიმართა აღნიშნული სამსახურების ინსტრუქტორთა სამუშაო სემინარი, რომელიც მოიცავდა პირად მცველთა საცეცხლე, ტაქტიკური და ფიზიკური მომზადების მიმართულებით ინსტრუქტორთა გამოცდილების და სწავლების თანამედროვე მეთოდების ურთიერთგაზიარებას. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან აღნიშნულ სემინარში მონაწილეობდნენ სამსახურის სასწავლო ცენტრის უფროსი ირაკლი ფოჩხუა, საცეცხლე მომზადების განყოფილების უფროსი დავით ჯალაბაძე და ტაქტიკური მომზადების ჯგუფის უფროსი ირაკლი ბოლქვაძე. თანამშრომლობის ოქმის ფარგლებში მომდევნო ღონისძიება - ერთობლივი სწავლება სპეციალური დანიშნულების დანაყოფების წევრთა მომზადების მეთოდების ურთიერთგაზიარების კუთხით დაგეგმილია საქართველოში, მიმდინარე წლის სექტემბერში.  იხ. (ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო