საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ტურნირი ,,პირადი მცველი 2015“

2015-07-06 18:02:00

6 ივლისს, სდსს სასწავლო ცენტრის ბაზაზე სტარტი აიღო ტურნირმა ,,პირადი მცველი 2015“.

ტურნირის მიზანია თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ამაღლება, დაცვით ღონისძიებებში ჩართული პირების უნარ-ჩვევების სრულყოფა და სპორტის სამსახურებრივ-გამოყენებითი სახეობების განვითარება.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს შემდეგ სახეობებს: დაცვითი ტაქტიკების და ტექნიკის დემონსტრირება დასაცავ პირთან ერთად ქვეითად გადაადგილებისას, სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან დასაცავ პირთან ერთად ქვეითად გადაადგილებისას, სწრაფი სროლა სხვადასხვა მდგომარეობიდან, სროლა ავტომობილიდან, ხელჩართული ბრძოლის ილეთების დემონსტრირება, ავტომობილით დაბრკოლებათა ხაზის გადალახვა, ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობების ძებნა და დასაცავი პირისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ევაკუაცია.

ტურნირში მონაწილეობის მიზნით, სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა და მომზადდა 11 გუნდი.

ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 9 ივლისს.  იხ. (ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მარტი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო