საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სდსს ტურნირი ,,პირადი მცველი 2015“ დასრულდა

2015-07-09 20:10:00

ტურნირის მეოთხე დღეს მონაწილე გუნდებს შორის გაიმართა შეჯიბრება შემდეგ სახეობებში: დასაცავი პირისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და ევაკუაცია, ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა.

ტურნირის გამარჯვებული გახდა სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის გუნდი, რომელსაც გადაეცა გარდამავალი თასი.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდების წევრები, ასევე ტურნირის საუკეთესო მრბოლელი ბორის კალანდარიშვილი, საუკეთესო მსროლელი ლაშა ჯარიაშვილი და ხელჩართული ბრძოლის საუკეთესო მონაწილე კახა მერაბიშვილი დაჯილდოვდნენ მედლებითა და სიგელებით.

სამსახურის უფროსის მოადგილემ ნუგზარ ოთარაშვილმა შეაჯამა ტურნირი, მადლობა გადაუხადა მონაწილე გუნდებს, ტურნირის ორგანიზატორებსა და მსაჯთა კოლეგიას გაწეული შრომისა და ძალისხმევისთვის. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაიმართება და აამაღლებს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონეს და მოტივაციას. იხ. ფოტოალბომი  იხ. ვიდეო

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო