საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცხადებს სამსახურის სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტში ჩასარიცხად შესარჩევ კანდიდატთა განაცხადების მიღებას

2018-01-23 17:47:00

განაცხადები შეუძლიათ წარმოადგინონ პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კანდიდატებისთვის დადგენილ შემდეგ კრიტერიუმებს:

• ასაკობრივი ზღვარი: 21 წლიდან - 30 წლის ჩათვლით;
• განათლების მინიმალური დონე - სრული ზოგადი განათლება;
• სამხედრო ვალდებულება - მოხდილი.

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, განათლების და სამხედრო ვალდებულების მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. 

არ მიიღება იმ პირის განაცხადი:
• რომლის მიმართაც მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ან კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
• რომელიც არის ნასამართლეობის მქონე;
• რომელიც არის ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან ქრონიკული სნეულებით დაავადებული, აგრეთვე ისეთი დასახიჩრების ან დაავადების, ფიზიკური ან ინტელექტუალური მონაცემების მქონე, რომელიც/რომლებიც მას სამსახურისთვის შეუფერებელს ხდის;
• რომელიც სასამართლოს მიერ არის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
• რომელიც არის საქართველოს მოქალაქეობის არმქონე;
• რომელიც უარყოფითად არის შეფასებული წინა ნამსახურეობის პერიოდში ან/და აქვს უარყოფითი დასკვნა სპეციალური შემოწმების შედეგებით.

კანდიდატები შერჩევისას რიგითობის მიხედვით გაივლიან შემდეგ ეტაპებს:
1. გასაუბრება;
2. სამედიცინო კომისია;
3. ფიზიკური მომზადების დონის გამოსავლენი ტესტირება ორ ეტაპად:

I ეტაპი:
• სირბილი სწორ რელიეფზე, 3200 მეტრზე - მაქსიმალური დრო 13 წუთი;
• წოლბჯენში ხელებზე აზიდვა, მინიმუმ 77-ჯერ 2 წუთში;
• მუცლის პრესი, მინიმუმ 82-ჯერ 2 წუთში;
• ღერძზე მიზიდვა, არანაკლებ 15-ჯერ.

II ეტაპი:
• I ეტაპიდან 7 დღიანი შესვენების შემდეგ, სირბილი სწორ რელიეფზე, 28000 მეტრზე - მაქსიმალური დრო 3 საათი.

4. ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოსავლენი ტესტირება;
5. სრული სპეციალური შესწავლა-შემოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6. კონტრმოიერიშეთა მომზადების კურსის გავლა, რომელზეც პირები დაიშვებიან შესაბამის კონტრაქტზე და ვალდებულებაზე ხელმოწერის საფუძველზე;
7. კონტრმოიერიშეთა მომადების კურსის პროგრამით გათვალისწინებული გამოცდების და ტესტების ჩაბარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს, შეუძლიათ გამოგზავნონ CV და საჭირო დოკუმენტები სამსახურის ელექტრონულ მისამართზე: contact@ssps.gov.ge ან ფიზიკურად წარმოადგინონ მისამართზე: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქ.N2. დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 92 16 31 +შიდა (4422).

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< თებერვალი 2018 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19
20
2122232425
262728    
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო