საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ტურნირი „პირადი მცველი 2018“

2018-06-15 14:02:00

სამსახურის სასწავლო ცენტრში შიდა ტურნირი - „პირადი მცველი 2018“ გაიმართა.

ტურნირის პროგრამა შემდეგ საშეჯიბრო სახეობებს მოიცავდა:

  • სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან დასაცავ პირთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს;
  • სწრაფი სროლა სხვადასხვა პოზიციებიდან;
  • სროლა ავტომობილიდან;
  • ხელჩართული ბრძოლის ილეთების დემონსტრირება;
  • ავტომობილით დაბრკოლებათა ხაზის გადალახვა;
  • ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენა;
  • დასაცავი პირისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ევაკუაცია;
  • დაცვითი ტაქტიკისა და ტექნიკის დემონსტრირება დასაცავ პირთან ერთად ქვეითად გადაადგილების დროს.

სამდღიანი შეჯიბრის შედეგად, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი - სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის Iგუნდი;

IIადგილი - სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის IIგუნდი;

IIIადგილი - პირადი დაცვის დეპარტამენტის გუნდი.

ტურნირის საუკეთესო მსროლელის ტიტული -გიგია არაბულმა, საუკეთესო მრბოლელის - ბორის კალანდარიშვილმა, ხოლო ხელჩართული ბრძოლის საუკეთესო მონაწილის - კახა მერაბიშვილმა მოიპოვა.

პირად მცველთა ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული მომზადების დონის ამაღლება, დაცვით ღონისძიებებში ჩართულ პირთა უნარ-ჩვევების დახვეწა და სპორტის სამსახურებრივ-გამოყენებითი სახეობების განვითარება.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო