საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვიწყებთ წვევამდელთა განაცხადების მიღებას

2021-08-03 11:39:00
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ვიწყებთ წვევამდელთა განაცხადების მიღებას
 
განაცხადის წარდგენა შეუძლია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ 18-26 წლის წვევამდელს.
 
საკონტრაქტო სამსახურის გავლის პირობები:
· მორიგეობა სამ დღეში ერთხელ
· ჯანმრთელობის დაზღვევა
· სტუდენტებისა და სპორტსმენებისთვის აქტიური ხელშეწყობა
· წარმატებული საკონტრაქტო მოსამსახურეებისთვის სამსახურის გაგრძელების რეალური შესაძლებლობა
 
საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, წვევამდელები გაივლიან სასწავლო შეკრებას, რომლის დროსაც ისინი:
· მიიღებენ თეორიულ ცოდნას
· კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას საბრძოლო ილეთების ათვისებით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით
· უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი და საბაზისო პირობებით.
 
 წვევამდელმა განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინოს:
· მიწერის მოწმობა შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან
· საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
· სხვა დოკუმენტები განაცხადის წარდგენის შემდგომ.
 
 განაცხადების მიღება შესაძლებელია როგორც ელ. ფოსტით - contact@ssps.gov.ge
ასევე მისამართზე: ქ. თბილისი, 9 აპრილის N2.
დამატებითი ინფორმაციისთვის
დაგვიკავშირდით:   (032) 2 28 44 36; (032) 2 92 16 31 + შიდა (44 29 ან 41 81).
ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< ოქტომბერი 2021 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021
22
2324
25262728293031
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო