საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ფიცის დადების საზეიმო ცერემონია

2010-12-27 17:43:00

2010 წლის 27 დეკემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 326 წვევამდელმა, საზეიმო ვითარებაში დადო სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი. ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

წვევამდელებმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ საქართველოს კონსტიტუციას, სამხედრო წესდების მოთხოვნებს და შეასრულებენ მეთაურთა ბრძანებებს.

ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საზეიმო მარშით გაიარეს და თავდაცვის სამინისტროს სარიტუალო ორკესტრის თანხლებით შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

საქართველოს სახელმწიფო დაცვის საკონტრაქტო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა:

თქვენ დღეს ოფიციალურად გაწევრიანდით საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ეს არის განსაკუთრებული პატივი, პრივილეგია და თქვენი წარმატება, ბედნიერება და  კეთილდღეობა, საბოლოოდ, ქართული სახელმწიფოს ღირსების საქმეა, ისევე, როგორც თითოეული თქვენგანის პირადი ღირსების საკითხი.

ჩვენი ქვეყანა იმყოფება ბრძოლაში თავისი არსებობისათვის. ჩვენ ომი გამოგვიცხადა ბევრად უფრო დიდმა სახელმწიფომ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები, ადამიანური ღირსება, მათ შორის სიცოცხლის უფლებაც და რომელიც ყოველდღიურად ემუქრება ქართულ სახელმწიფოებრიობას და საქართველოს თავისუფლებას. ჩვენს ჰიმნში არის სიტყვებითავისუფლება დღეს ჩვენი" და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თავისუფლება დღეს ჩვენი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა და საქართველოს თავისუფლება დღეს ჩვენი არის მუქარის და საფრთხის ქვეშ. ამ თავისუფლების პირველი დამცველი ხართ თქვენ.

ჩვენი შეიარაღებული ძალები ორი წლის წინათ არ შეეპუა ბევრად უფრო მრავალრიცხოვან მტერს და შეერკინა მას, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა საქართველოს ისტორიაში.

ის, რომ დღეს საქართველოს დედაქალაქი დგას,ის, რომ საქართველო აგრძელებს განვითარებას,ის, რომ საქართველო ლაზარეს მსგავსად მკვდრეთით აღსდგა იმის მიუხედავად, რომ, თითქმის, არავის არ ეგონა ეს მსოფლიოში, პირველყოვლისა, იმ ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე და თუნდაც რამდენიმე დღით შეაჩერეს მრავალჯერ აღმატებული მომხდური მტრის ძალა.

ამგვარად, ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის გადარჩენისათვის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, ჩვენი შვილების მომავლისათვის.

თქვენ იცით, რომ შეიარღებული ძალების ავტორიტეტი საქართველოში დღეს, როგორც არასდროს, ძალიან მაღალია. როდესაც ამ ფორმით გაივლით თქვენს სამეზობლოში, თქვენს უბანში, თქვენს სოფელში, ყველგან, სადაც იქნებით საქართველოში, ყველა ადამიანი რიდითა  და პატივისცემით მოგეპყრობათ.

თქვენ მართლაც ძალიან კარგ საქმეს მოკიდეთ ხელი.საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველაზე მაღალი ნდობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტია საქართველოში არის და მოსახლეობასთან მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ავტორიტეტი აქვს მსოფლიოს შეიარაღებულ ძალებს შორის.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან არაფერი ისე შეუცნობლად არ გამოხატავს ამ ფორმის მატარებლის დამსახურებასა და პატივისცემას, როგორც სახალხო მხარდაჭერა და ხალხის მხრიდან ასეთი სიყვარული. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თქვენი შენაერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული ამოცანების შემსრულებელი.

ჩვენ გვიპირისპირდება ძალა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი აქვს ოკუპირებული და რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. მან უკვე ყველაფერი სცადა. მან სცადა ეკონომიკური და  ენერგეტიკული ემბარგო, მაგრამ საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. მან სცადა უამრავი შეიარაღებული  პროვოკაციის მოწყობა - დაბომბვა, აფეთქება, მაგრამ  საქართველომ უკან არ დაიხია და არ გადავიდა განვითარების გზიდან.

მან სცადა მასობრივი შიდააშლილობის მოწყობა, პოლიტიკური დესტაბილიზაციასაქართველოს დემოკრატიულმა პოლიტიკურმა სისტემამ ამასაც გაუძლო და უფრო გაძლიერდა.

და ბოლოს, მან სცადა ფართომასშტაბიანი იტერვენცია, რომლის მიზანი არასპეკულაციურადარამედ დეკლარირებულად იყო საქართველოს ხელისუფლების დამხობა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის  ბოლოსმოღება და საქართველოს საბოლოო დამონება.

რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ მას ესეც არ გამოუვიდა - ჩვენი დროშა დღეს აქ ფრიალებს, თქვენ აქ დგახართ და საქართველოს განვითარება გრძელდება. საქართველოსთან მიმართებაში მან ვერ ცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია.

ბოლო ხანებში მან სხვადასხვა დივერსიების მოწყობა სცდა. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ  მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, მათ შორის, საქართველოს ოკუპანტთან  ამ ყველა აქტის გამოძიებისას. თქვენ  ნახეთ, რომ მათი მხრიდან უკმეხი პასუხი მივიღეთ, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა ვარაუდები იმის თაობაზე, თუ ვის მიერ იყო ორგანიზებული ყოველივე ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენი ქვეყნის  მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ.

თქვენ კარგად იცით, რომ ეს ძალა და კონკრეტულად მისი ლიდერი სპეციალიზირდება პოლიტიკურ ძალადობაში და მის  სახელს უკავშირებენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომხდარ პოლიტიკურ მკვლელობებს. მას შემდეგ,რაც ყველაფერი გამოსცადეს საქართველოს მიმართ, ერთადერთი, რაც მათ რჩებათ, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური ტერორი, პირდაპირი ფიზიკური ანგარიშსწორება. მითუმეტეს, რომ ამ ძალის ლიდერმა ორი წლის წინ საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად საჯაროდ დაიფიცა, რომ ის ამას გააკეთებს. ჩვენს შემთხვევაში, არც დაუმალავს და არც უარყვია, რომ ამას გააკეთებს და მისი ღირსების საკითხია, რომ ეს გააკეთოს.

ამიტომ, მეგობრებო, ვინაიდან დაცვის ხაზი ახლა აქაც გადის, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, რათა ჩვენი პასუხი ამ ისტერიულ მუქარებზე იყოს სიმშვიდე და ცივსისხლიანობა. ამავე დროს, უნდა ვიყოთ ფხიზლად და გამოვიჩინოთ პროფესიონალიზმი. ჩვენ ამას აქამდეც ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობის საკითხია ის, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული არცერთი მზაკვრული გეგმა, რომელიც ძირს გამოუთხრის  საქართველოს სახელმწიფოებრიობას, არ განხორციელდეს. ამაზე ერთნაირად ვაგებთ პასუხს მეც და თითოეული თქვენგანიც, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი მომავლის წინაშე.

კიდევ ერთხელ, დიდი პატივია თქვენთან ერთად ერთ სამსახურში ყოფნა, რადგან ჩვენ ისედაც ერთ სამსახურში ვართ.

გისურვებთ წარმატებს ამ სამსახურში დაზოგადად, ცხოვრებაში.“

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 326 საკონტრაქტო მოსამსახურე დღეიდან შეუდგება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას - ისინი დაიცავენ ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 1994 წლიდან ახორციელებს წვევამდელთა გაწვევას. 16 წლიანი ისტორიის მანძილზე 6500-ზე მეტმა პირმა გაიარა სამსახური აღნიშნულ უწყებაში.

ფიცის დადების ცერემონიაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორმა თეიმურაზ ჯანაშიამ უწყების თანამშრომლებს წლის საუკეთესო თანამშრომლის სიგელები გადასცა.

საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველო - სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი გიორგი რაზმაძე;

პირადი დაცვის დეპარტამენტი - სახელმწიფო დაცვის უმცროსი სერჟანტი კახი კახიძე;

ოპერატიული და ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, სახელმწიფო დაცვის კაპიტანი ვამეხ კაპანაძე;

ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტი - სახელმწიფო დაცვის სერჟანტი ლევან ახალაძე;

ეკონომიკური დეპარტამენტი - სახელმწიფო დაცვის კაპიტანი იოანე ჭანტურია;

სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო - სახელმწიფო დაცვის მაიორი ალექსი გიუნაშვილი;

გენერალური ინსპექცია - სახელმწიფო დაცვის მაიორი დავით ალშიბაია;

სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო-სახელმწიფო დაცვის კაპიტანი იმედა ზუბიაშვილი;

სამსახურის ადმინისტრაცია - სახელმწიფო დაცვის ზემდეგი ნანა სანამაშვილი;

კადრების მთავარი სამმართველო - სახელმწიფო დაცვის უფროსი ლეიტენანტი ნინო მანაგაძე;

სამედიცინო მთავარი სამმართველო - ნინო ირემაძე;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო - სახელმწიფო დაცვის ზემდეგი მალხაზ მარკოზია;

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო - სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი ალი აბაშიძე. (იხ. ფოტოალბომი)

 

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო