საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სდსს გუნდმა წარმატებით იასპარეზა

2011-07-01 12:13:00

2011 წლის 1 ივლისს, საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, პირველად გაიმართა სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის საქართველოს პირად-გუნდური პირველობა სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდები.  საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა 286 ქულით გუნდურ  პირველობაში მეორე, ხოლო პირად პირველობაში მესამე ადგილი მოიპოვა.  სდსს-ს გუნდის წევრები, სროლაში სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, მედლებით და თასით დააჯილდოვა.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223
24
25262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო