საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრო

2011-12-28 12:58:00

2011 წლის 28 დეკემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 400-მა წვევამდელმა საზეიმო ვითარებაში დადო სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი.

ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საზეიმო მარშით გაიარეს და შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

 საკონტრაქტო მოსამსახურეებმა წარმოადგინეს საჩვენებელი პროგრამა: შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვა „ხორუმი“;  დამსწრეებს აჩვენეს ხელჩართული ბრძოლის ილეთები.

ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ: “ადამიანისთვის არ არსებობს იმაზე მეტი ღირსება, ვიდრე იცავდე შენს ქვეყანას  და იმაზე მეტი სიამოვნება, რომ შენი სამსახურით და  ქმედებით ემსახურები შენი ქვეყნის უსაფრთხოებას. გილოცავთ დღევანდელ დღეს, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას, რომელიც ძალიან რთული და საპასუხისმგებლო, მაგრამ ძალიან საპატიო და ღირსეულია. თქვენ ხართ საქართველოს ჯარისკაცები, ახალი, ღირსეული საქართველოს ღირსეული ჯარისკაცები. ჩვენ,  ყველა  ვალში ვართ ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ოფიცრების, ჩვენი შეიარაღებული ძალების წინაშე, ვინაიდან თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც იცავს  ქვეყნის თავისუფლებას, უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ  ღირსეულად დაუბრუნდებით საკუთარ ოჯახებს, როგორც ჩვენი ქვეყნის დამცველები და ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

საზეიმო ცერემონიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „წლის საუკეთესო თანამშრომლის“ სიგელით 12 თანამშრომელი დააჯილდოვა. დავით ბაქრაძემ და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ დაათვალიერეს სამსახურის სასწავლო ცენტრის ახლად გარემონტებული შენობა.  (იხ. ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო