საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სდსს 18 წლისაა

2012-06-23 13:21:00

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 18 წლისაა. 

სამსახურის ადმინისტრაციის  სასწავლო ცენტრში სდსს-ს შექმნის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ფოიეში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თვრამეტწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.

სპეციალურად  ბავშვთა სახლების 26 აღსაზრდელისთვის რიგი ღონისძიებები გაიმართა. ბენეფიციარებმა მოისმინეს გაცნობითი ხასიათის ლექცია სდსს-ს ისტორიის შესახებ,  დაათვალიერეს სამსახურის ახლად გარემონტებული შენობები, სატრენაჟორო დარბაზი, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ხელჩართულ ბრძოლაში და სამსახურის თანამშრომლებმა მათ საბრძოლო ილეთები,  ასევე სამოსამსახურო ძაღლების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერებების აღმოჩენის სიმულაცია უჩვენეს. 

მიღების შემდეგ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად ისადილეს.

სამსახურის უფროსმა, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორმა თეიმურაზ ჯანაშიამ მინი - ფეხბურთში შიდა ტურნირის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა და საუკეთესო მოთამაშეებს სიგელები გადასცა. სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისათვის სიგელით დაჯილდოვდა სამსახურის 12 თანამშრომელი. ბენეფიციარებს სამსახურისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიება სადღესასწაულო ტორტის გაჭრით და შთაბეჭდილებების გაზიარებით დასრულდა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საკუთარ რიგებში ბავშვთა სახლის აღსაზრდელების მიღებას. სრულწლოვან ბენეფიციარებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩაირიცხონ საკონტრაქტო სამსახურში, ხოლო შემდეგ, მათი სურვილის არსებობის შემთხვევაში, განაგრძონ სამსახური უწყების სხვადასხვა დანაყოფებში. ყოველივე ზემოაღნიშნული ხელს უწყობს ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს მომავალი პროფესიის არჩევაში, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებასა და საკუთარი პიროვნების საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხში.  (იხ. ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო