საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სდსს მოსამსახურის სამაგალითო მამაცობამ სიცოცხლე გადაარჩინა

2013-01-12 14:31:00

მ/წ 12 იანვარს, დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს დაცვის თანამშრომელმა, ს/დ სერჟანტმა, თეიმურაზ თავდგირიძემ, არასამუშაო დროს ზღვისპირა პარკში სეირნობისას, დაინახა, თუ როგორ გადახტა ახალგაზრდა ქალბატონი ზღვაში და იხრჩობოდა.

თეიმურაზ თავდგირიძე მყისიერად შეცურდა ზღვაში და წყლიდან ამოიყვანა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ. თავდგირიძემ სასწრაფო სამედიცინო დახმარებასა და საპატრულო პოლიციას გამოუძახა. ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - ახალგაზრდა ქალბატონი ცოცხალი გადარჩა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რეგიონალური სამმართველოს II ჯგუფის III ცვლის დაცვის თანამშრომელი, ს/დ სერჟანტი თეიმურაზ თავდგირიძე სამაგალითო მამაცობის ჩადენისთვის სამსახურის უფროსის ბრძანებით დაჯილდოებულ იქნა.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< ივლისი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7891011
12
13
14151617181920
21222324252627
28293031   
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო