საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

თანამშრომლობის ოქმის გაფორმება

2015-04-28 15:39:00

24 აპრილს, რუმინეთში (ქ.ბუქარესტი), საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის,  რუმინეთის დაცვის სამსახურის უფროსის ლუჩიან პაჰონტუს და  მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ვიქტორ ტარნას მიერ გაფორმდა სამსახურებს შორის  თანამშრომლობის  ოქმი.

ოქმის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება დაცვით ღონისძიებებში ჩართული პირების პროფესიული მომზადების სფეროში, დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების უახლესი მეთოდიკის ურთიერთგაზიარება,  ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავება, ინფორმაციისა და სასწავლო-მეთოდური მასალების ურთიერთგაცვლა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოქმზე ხელმომწერი სამსახურების უდიდეს როლს ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებების  პრევენციასა და მათზე  ეფექტიან რეაგირებაში.

თანამშრომლობის ოქმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 2015 წლის მაისში, მოლდოვას რესპუბლიკაში გაიმართება საქართველოს, რუმინეთისა და მოლდოვას შესაბამისი სამსახურების თანამშრომელთა შეკრება, ხოლო  შემდგომი ეტაპები მოიცავს  ტრენინგებს და გადამზადებას საქართველოში (სექტემბერი) და რუმინეთში (ოქტომბერი).  იხ. (ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მაისი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12
3
45
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო