საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ტრენინგი სდსს-ში

2015-05-11 20:05:00

10-11 მაისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, საქართველოში ისრაელის საელჩოს თხოვნითა და ორგანიზებით, ისრაელის საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი ხელჩართულ ბრძოლასა და საცეცხლე მომზადებაში.

ებრაელი ტრენერების მიერ სწავლება საცეცხლე მომზადებაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებსაც ჩაუტარდათ.

საქართველოში ისრაელის საელჩოს მეორე მდივანმა, პეტერ მალიჩმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას გაწეული დახმარებისთვის. მან მაღალი შეფასება მისცა სდსს სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურულ მოწყობას და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ცენტრი მომავალშიც უმასპინძლებს მსგავს სწავლებებს.  იხ. (ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო