საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სამსახურის ხელმძღვანელობამ ტერორისტული აქტის დროს დაღუპული თანამშრომლების ხსოვნას პატივი მიაგო

2016-02-10 12:13:00

1998 წლის 9 თებერვალი საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდა როგორც საქართველოს პრეზიდენტზე უპრეცედენტო ტერორისტული თავდასხმის დღე, რომელსაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები დავით კოკაური და კახა შევარდენიძე შეეწირნენ.

ტრადიციულად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა, აგრეთვე დავით კოკაურის და კახა შევარდენიძის ყოფილმა თანამებრძოლებმა ტერაქტის ადგილზე ყვავილების გვირგვინი მიიტანეს და პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ოფიცრების ხსოვნას. იხ. ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< ოქტომბერი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829
30
31  
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო