საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

2016-02-18 12:03:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2016 წლის 17 თებერვლიდან დაიწყო საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევა და მათი განცხადებების მიღება.

შეირჩევიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი 18-დან 27 წლამდე წვევამდელები, რომელთა მინიმალური სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • მიწერის მოწმობა (შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან);
  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სხვა საბუთები განცხადების წარმოდგენის შემდეგ.

აღნიშნული საბუთების მიღება ხდება როგორც ელ. ფოსტით contact@ssps.gov.ge , აგრეთვე მისამართზე: ქ.თბილისი, 9 აპრილის #2.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 28 44 22 / 2 92 16 31+ შიდა (44 22).

2016 წლის საგაზაფხულო გაწვევით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა საორიენტაციო რიცხოვნობა განისაზღვრა 150 ერთეულით.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო