საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სასწავლო კურსი ბუდაპეშტში

2016-06-21 18:15:00

სამსახურის თანამშრომლებმა ქ. ბუდაპეშტში, სამართალდამცავი სტრუქტურების საერთაშორისო აკადემიაში (ILEA) „პირადი შემადგენლობის და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების“ ორკვირიანი კურსი გაიარეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით წარსულში განხორციელებული და პოტენციური თავდასხმების სპეციფიკას, რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების მიმდინარე შესაძლებლობების გაცნობას, დაცვითი ღონისძიებების ორგანიზებასა და კონცეფციას, ფიზიკური დაცვის ასპექტებს და სხვა საკითხებს მოიცავდა.

აღნიშნულ კურსს ქართულ მხარესთან ერთად, ალბანეთის, ბულგარეთისა და უნგრეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება და დაცვის სფეროში დაგროვილი ცოდნა გაუზიარეს.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო