საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ტრენინგი ''საფრთხეების შეფასება და მართვა''

2016-07-29 18:49:00

27-29 ივლისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში ტრენინგი  „საფრთხეების შეფასება და მართვა" გაიმართა. ტრენინგის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

სამდღიანი კურსის განმავლობაში, მონაწილეებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და საქართველოს მთავარი პროკურატურიდან, საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა დასაცავი პირის წინაშე არსებული შესაძლო საფრთხეების გამოვლენის, შეფასების, გამოძიების და მასთან გამკლავების მეთოდები, აგრეთვე მათი პრაქტიკაში განხორციელების ტაქტიკა და კონკრეტული კაზუსები.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მარტი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო