საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

დაცვის სამსახურების ასოციაციის (APPS) კონფერენცია

2017-05-16 17:27:00

სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ, სასწავლო ცენტრის უფროსმა ირაკლი ფოჩხუამ და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო ბახსოლიანმა დაცვის სამსახურების ასოციაციის (APPS) მიერ ბუდაპეშტში გამართულ რიგით მე-15 კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენციაზე, სწავლებისა და გადამზადების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა მოხსენება გააკეთეს და ასოციაციის წევრებს პერსონალის გადამზადების სფეროში ხუთ ქვეყანას (საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, უკრაინა, ბულგარეთი) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად საქართველოში ჩატარებული სწავლებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დაცვის სამსახურების ასოციაცია (APPS) აერთიანებს დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო დაწესებულებებს. ასოციაცია რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საერთაშორისო თანამშრომლობის, მაღალი რისკის გარემოში ოპერირების, უპილოტო საფრენი მოწყობილობების და სწავლებისა და გადამზადების სამუშაო ჯგუფებს.

აღნიშნული კონფერენცია წელიწადნახევარში ერთხელ იმართება. ამჟამად დაცვის სამსახურების ასოციაციას კანადის წარმომადგენელი თავმჯდომარეობს.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
2223242526
27
28
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო