საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში

2017-05-17 17:30:00

ანზორ ჩუბინიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით შეხვედრები გაიმართა დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ კრისტიან შურმანთან, აგრეთვე რეგიონული უსაფრთხოების ევროპის მიმართულების დირექტორ ჯასტინ ოტოსთან და დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო-ოპერატიული დანაყოფის ხელმძღვანელობასთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, სამსახურის უფროსი დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს ესტუმრა და თანამშრომელთა მომზადების სპეციფიკას გაეცნო.

ამერიკელმა კოლეგამ ანზორ ჩუბინიძეს განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი ურთიერთობისა და პროფესიული განვითარების პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მარტი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728
29
3031
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო