საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

კონტრ-სნაიპერული სწავლება უკრაინაში

2017-05-23 10:57:00

უკრაინაში პირადი შემადგენლობის გადამზადების სფეროში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ოქმით გათვალისწინებული მორიგი სწავლება გაიმართა.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა, უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის, რუმინეთისა და ბულგარეთის რესპუბლიკის თანამშრომლებთან ერთად, ხუთდღიანი ტაქტიკური კონტრ-სნაიპერული კურსი გაიარეს. სწავლების დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიალს სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაესწრო.

ანზორ ჩუბინიძემ, ზემოთ აღნიშნული ქვეყნების სახელმწიფო დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო და „გოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მორიგ ერთობლივ სწავლებას ოქტომბრის თვეში რუმინეთი უმასპინძლებს. იხ. ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718
19
2021
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო