საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო

2018-07-02 14:56:00

ვის შეუძლია განაცხადის წარდგენა?

 

განაცხადის წარდგენა შეუძლია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ 18-26 წლის წვევამდელს.

 

რა უპირატესობა აქვს საკონტრაქტო სამსახურს?

  • სამუშაო რეჟიმი: სამ დღეში ერთხელ მორიგეობის განრიგი;
  • შრომის ანაზღაურება: თვეში დარიცხული 120 ლარის ოდენობით;
  • ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა (ოფიცრებისა და ზევადიან თანამშრომელთა ანალოგიურად);
  • აქტიური ხელშეწყობა სტუდენტებისა და სპორტსმენებისათვის: შვებულებები აკადემიურ სასწავლო პროცესთან და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით;
  • წარმატებული მოსამსახურეებისთვის სამსახურის გაგრძელების (მათ შორის სპეციალური დანიშნულებისა და პირადი დაცვის დანაყოფებში) რეალური შესაძლებლობის არსებობა.

საკონტრაქტო სამსახურის დაწყებას წინ უძღვის 21 დღემდე სასწავლო შეკრება, რომლის დროსაც წვევამდელები:

  • მიიღებენ თეორიულ მომზადებას;
  • კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას საბრძოლო ილეთების ათვისებით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით;
  • უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით (სამჯერადი კვება, სამედიცინო მომსახურება, ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობა).

რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს აღრიცხვაზე მყოფმა წვევამდელმა განაცხადის შეანისას?

  • მიწერის მოწმობა (შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან);
  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სხვა საბუთები განაცხადის წარდგენის შემდგომ.

განაცხადების მიღება წარმოებს როგორც ელ. ფოსტით - contact@ssps.gov.ge , ასევე მისამართზე: ქ. თბილისი, 9 აპრილის N2. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995 32) 2 92 16 31 + შიდა (44 29).

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< სექტემბერი 2018 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24
252627282930
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო