საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

საფრთხე: დრონების (კვადროკოპტერები) ფრენა ისრაელის საელჩოს შენობის თავზე

2019-01-10 13:47:00

მიმდინარე წლის 3 იანვარს საქართველოში, ისრაელის საელჩოს შენობის თავზე დრონების ლოკალიზაციისა და გადაჭერის სისტემის გამოცდა განხორციელდა. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების და საქართველოს სახელმწიფო დაცის სპეციალური სამსახურის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა მანძილზე მოქმედი სამრეწველო და თვითნაკეთი დრონების მართვის ტესტირებას, წარმატებით დასრულდა. გამოცდისას ლოკალიზაცია-გადაჭერის სისტემამ გამოავლინა, გადაიჭირა და შექმნა შეფერხებები სხვადასხვა სახის მოდელირებულ სიტუაციებში, მათ შორის სადაზვერვო მონაცემების მოპოვებისას და ტერორისტული აქტების განხორციელების შემთხვევაში. აღნიშნული ღონისძიებით ისრაელის უსაფრთხოების სამსახურმა დაასრულა საზღვარგარეთ ისრაელის ობიექტების დაცვის საფრთხეების განეიტრალების ჩარჩოთი გათვალისწინებული კონტრქმედებების პროცესი. საფრთხეები, რომელსაც წარმოადგენს კვადროკოპტერები, უფრო და უფრო მეტ აქტუალობას იძენს. მაგალითისთვის, 2018 წლის დეკემბრის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ლონდონის გატვიკის აეროპორტი დღე-ღამის განმვალობაში არ ფუნქციონირებდა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონისგან მომავალი საფრთხის გამო. მომხდარი ფაქტის მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ლოკალიზაცია-გადაჭერის სისტემა, რომლის ტესტირება თბილისში განხორციელდა, შემუშავებულ იქნა ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოში. ეს ერთ-ერთი პირველი სისტემაა, რომელიც მფრინავი ობიექტების შორ დისტანციაზე აღმოჩენის, გადაჭერის და კონტროლის საშუალებას იძლევა. ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში განიხილება სისტემის სხვა სახელმწიფოებზე მიყიდვის შესაძლებლობა.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22
23
2425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო