საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 25 წლისაა!

2019-06-23 15:00:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა.

ერთი შეხედვით, მეოთხედი საუკუნე არც ისე დიდი დროა, თუმცა ამ პერიოდში განვლილმა სირთულეებმა და გადალახულმა გამოწვევებმა სამსახური გამოცდილ და კვალიფიციურ უწყებად აქცია.

ვულოცავ სამსახურის დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ ხელმძღვანელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სამსახურის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში წლების მანძილზე იღებდა მონაწილეობას. მადლობა თითოეულ მათგანს! თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა სამსახურის არსებობა და გამართულად ფუნქციონირება.

ამაყი ვარ, რომ წილად მხვდა პატივი, ვხელმძღვანელობდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომელიც არსებობის ყველა ეტაპზე იდგა ქვეყნის უსაფრთხოების წინა ხაზზე და ხელს უწყობდა სახელმწიფოში სტაბილური და დაცული გარემოს შექმნას. მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო, კეთილშობილური და ამავდროულად საპასუხისმგებლო საქმიანობა.

გილოცავთ სამსახურის 25 წლის იუბილეს და გისურვებთ წარმატებებს!

სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
222324
25
262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო