საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

პირად მცველთა მსოფლიო ჩემპიონატი

2019-09-19 18:31:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ საიუბილეო მე-10 პირად მცველთა მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა. აღნიშნული ჩემპიონატი შემდეგ სახეობებს მოიცავდა: ფორმაციაში თავდასხმის მოგერიება; ხელჩართული ბრძოლა; სროლის სამი სხვადასხვა სახეობა; ავტომობილის ექსტრემალური მართვა; ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის მიზნით, ავტომობილის დათვალიერება; დაჭრილი დასაცავი პირის ევაკუაცია ბარიერების გადალახვით.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 9 ქვეყნის 13 გუნდმა.

პირად მცველთა ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაცვის სამსახურები. ჩემპიონატის მიზანია პირად მცველთა მომზადების საერთო დონის ამაღლება, დაცვის თანამშრომლისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.

 

მონაწილე გუნდებს შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

III ადგილი - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი;

II ადგილი - მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურის გუნდი;

I ადგილი - უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს პრეზიდენტის უსაფრთხოების დანაყოფის გუნდი;

ინდივიდუალურ სახეობებში სდსს გუნდის წევრებმა დაიკავეს შემდეგი საპრიზო ადგილები: ხელჩართული ბრძოლა:

III ადგილი - თემურ გელიტაშვილი;

II ადგილი - კახა მერაბიშვილი;

ხელჩართულ ბრძოლაში და ფორმაციაში ფეხით გადაადგილებისას სროლაში სდსს გუნდმა დაიკავა გუნდური I ადგილები.  იხ. ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15
16
1718192021
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო