საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ახალწვეულთა ფიცის დადება

2019-11-15 10:28:00

 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 196-მა წვევამდელმა სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადო.
ფიცის დადებას წინ უსწრებდა სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე სამკვირიანი სადღეღამისო შეკრება, რომლის დროსაც ახალწვეულებმა გაიარეს სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთა მოსამზადებელი კურსი.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სამსახურის უფროსმა გენერალ-მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ წვევამდელებს სიტყვით მიმართა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. სამსახურის უფროსმა სახელმწიფო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლზე ისაუბრა.
წვევამდელებს სიტყვით მიმართა მოწვეულმა სტუმარმა - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, გენერალ-მაიორმა სიმონ ნოზაძემ, რომელმაც სამსახურის ისტორია და განვითარების ეტაპები მიმოიხილა.

ახალწვეულები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ერთწლიან საკონტრაქტო სამსახურს გაივლიან. იხ. ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2020 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  
1
2345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო