საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 28 წელი შეუსრულდა

2022-06-23 16:28:00

სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. მთავრობის მეთაურმა სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გამოჩენილი ერთგულებისთვის.

სტუმრებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ, რომელმაც სამსახურის საქმიანობის ამსახველი ანგარიში წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ახალი სპორტული მოედანი, კინოლოგიური ვოლიერები და სპორტული დარბაზი დაათვალიერა, გაეცნო სამსახურის სასწავლო ცენტრში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ღონისძიებაზე სამსახურის 12 თანამშრომელი უმწიკვლო სამსახურისთვის მედლით დაჯილდოვდა. იხ. ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
1516171819
20
21
22232425262728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო