საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 17 წელი შეუსრულდა

2011-06-23 12:20:00

დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში  საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საგამოფენო დარბაზში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ჩვიდმეტწლიანი ისტორიის ამსახველი ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.   ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ, სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ბესტავაშვილმა, რომელმაც უწყების მნიშვნელობაზე, გაწეულ მუშაობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.  "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირადი შემადგენლობა ყოველთვის ხალხის და ქვეყნის ერთგული იქნება და თავის წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საპატიო მისიაში", - აღნიშნა ბესტავაშვილმა.   შეკრებილებს იუბილე ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მიულოცა. შეხვედრას ესწრებოდა ისრაელის  ელჩი საქართველოში.  საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორმა  თეიმურაზ ჯანაშიამ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისთვის სიგელით დააჯილდოვა სამსახურის 27 თანამშრომელი. (იხ. ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მარტი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627
28
293031
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო