საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ღრმა მწუხარებით იუწყება

2014-07-07 12:50:00

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა სამსახურის უფროსის მოადგილე, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი გიორგი იმერლიშვილი.

გიორგი იმერლიშვილი დაიბადა 1968 წ. ყვარელის რაიონში.
1997-2007 წლებში მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე.
2013-2014 წლებში მსახურობდა შინაგან საქამთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
2014 წლის 6 თებერვლიდან გიორგი იმერლიშვილი იყო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე.

მისი საოცარი გულისხმიერება, ორგანიზებულობა და საქმისადმი ერთგულება მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა თითოეული თანამშრომლისთვის. დასანანია, რომ ქვეყნის და სამსახურის რიგებს გამოაკლდა ისეთი ერთგული მებრძოლი, როგორიც იყო ბატონი გიორგი იმერლიშვილი.

სდსს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიორგი იმერლიშვილი გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციულ შენობაში გახსნილია სამძიმრის წიგნი, სადაც ყველა მსურველს დღეიდან შეეძლება თავისი სამძიმრის განთავსება.

 

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< აპრილი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425
26
2728
2930     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო