საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

ხსოვნის გვერდი


   დავით ბერძენაძე დაიბადა 1978 წლის 22 აპრილს ქ.ქუთაისში.

   1995 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის ი.ოცხელის სახელობის გიმნაზია. ამავე წელს ჩაირიცხა ქ.ქუთაისის ტექნიკრ უნივერსიტეტში
   ეკონომიკის, ტურიზმის მართვისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე.

   1998 წლიდან მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

   1999 წლის 26 ოქტომბერს დავით ბერძენაძე დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

   დავით ბერძენაძე ბავშვობიდან წერდა ლექსებს. ის იყო ნორჩ შემოქმედთა, ხოლო შემდეგ ქუთაისის ახალგაზრდა პოეტთა
   ასოციაციის წევრი.

   დავით ბერძენაძე არის ავტორი ლექსთა კრებულის - „მე ისევ მოვალ“, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ახალგაზრდა
   პოეტების ინიციატივით დაიბეჭდა.

   ქუჩას, რომელზეც დავით ბერძენაძემ 21 წელი იცხოვრა, შემოქმედი ახალგაზრდების, გიმნაზიის, ტექნიკური უნივერსიტეტისა
   და საზოგადოება „ქუთაისელის“ წარდგინებითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, მისივე სახელი ეწოდა.

   საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ნოემბრის N1334 განკარგულებით დავით ბერძენაძე დაჯილდოვდა მედლით
   „მხედრული მამაცობისათვის“.


   კახაბერ შევარდენიძე დაიბადა 1968 წლის 15 სექტემბერს.

   1985 წელს დაამთავრა ქ.თბილისის მე-60 საშუალო სკოლა.

   1987-1989 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

   1992 წელს დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი.

   სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა სასტუმრო „მეტეხი პალასში“ დაცვის ოფიცრის თანამდებობაზე.

   1994 წლიდან მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. ამავე პერიოდში სწავლობდა თბილისის
   ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

   1995 წელს დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამცობისათვის“.

   1998 წლის 9 თებერვალს კახაბერ შევარდენიძე დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

   გარდაცვალების შემდეგ კახაბერ შევარდენიძე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 თებერვლის N75 ბრძანებულებით
   დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.


 

   ავთანდილ ფორჩხიძე დაიბადა 1963 წლის 22 თებერვალს ქ.ქუთაისში.

   1979 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის მე-9 საშუალო სკოლა.

   1984-1986 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

   1993 წელს დაამთავრა ქ.დონის როსტოვის სამშენებლო ინსტიტუტი, ამავე პერიოდში მუშაობდა კათედრაზე ლაბორანტად.

   1994 წლიდან მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

   1999 წლის 26 ოქტომბერს ავთანდილ ფორჩხიძე დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

   საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ნოემბრის N1334 განკარგულებით ავთანდილ ფორჩხიძე დაჯილდოვდა მედლით
   „მხედრული მამაცობისათვის“.


 

   დავით კოკაური დაიბადა 1970 წლის 20 თებერვალს ქ.თბილისში.

   1987 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 117-ე საშუალო სკოლა.

   1988 -1990 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

   1996 წელს დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

   1996 წლიდან მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

   1998 წლის 9 თებერვალს დავით კოკაური დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

   გარდაცვალების შემდეგ დავით კოკაური საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 12 თებერვლის N75 ბრძანებულებით
   დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით.

   გელა ზაუტაშვილი დაიბადა 1968 წლის 1 აგვისტოს ქ.ხონში.

   1985 წელს წარჩინებით დაამთავრა ხონის რ-ნის დედალაურის საშუალო სკოლა.

   1986-88 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

   1996 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

   1996 წლიდან მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იმერეთის რეგიონულ
   განყოფილებაში.

   1999წლის 26 ოქტომბერს გელა ზაუტაშვილი დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

   საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ნოემბრის N1334 განკარგულებით გელა ზაუტაშვილი დაჯილდოვდა მედლით
   „მხედრული მამაცობისათვის“

   დავით ჯიქია დაიბადა 1978 წლის 6 აგვისტოს ქ.ქუთაისში.

   1984 წელს შევიდა ქ.ქუთაისის მე-3 საშუალო სკოლაში. სწავლა განაგრძო ქ.ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში.

   1998 წლიდან მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

   1999 წლის 26 ოქტომბერს დავით ჯიქია დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

   საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ნოემბრის N1334 განკარგულებით დავით ჯიქია დაჯილდოვდა მედლით „მხედრული
   მამაცობისათვის“.


 

   გიორგი ერაძე დაიბადა 1961 წლის 24 სექტემბერს ქ.წყალტუბოში. 1968 წელს შევიდა წყალტუბოს მე-2 საშუალო სკოლაში. 8
   კლასის დამთავრების შემდეგ კი სწავლა განაგრძო ქ.ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში.

   1980 – 1982 წლებში გაიარა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.

   1982 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში.

   1991 წლიდან მონაწილეობდა ჯავისა და ცხინვალის რეგიონში საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებით
   მიმდინარე სპეცოპერაციებში.

   სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მსახურობდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

   1999 წლის 26 ოქტომბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

   საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ნოემბრის N1334 განკარგულებით გიორგი ერაძე დაჯილდოვდა მედლით
   „მხედრული მამაცობისათვის“.
ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< დეკემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო