საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სამსახურის ისტორია

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 23 ივნისის N124 განკარგულებით საქართველოს უშიშროების სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს ბაზაზე შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური, რომლის უფროსად დაინიშნა ვახტანგ ქუთათელაძე.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 4 აგვისტოს N45 ბრძანებულებით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის ფუნქციები გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო სამსახურს. ასევე, ქვეყნის მეთაურის განკარგულებით საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურის კავშირგაბმულობის სამმართველოს დაევალა შემდეგი სახის კავშირის საშუალებების დამონტაჟებისა და ექსპლუატაციის ორგანიზება:

  1. სრულიად საიდუმლო სატელეფონო სადგური - კომუტატორი „სკ“;
  2. რადიოსატელეფონო დახურული კავშირი;
  3. ფოტოდოკუმენტური კავშირი (შიფრსამსახური);
  4. რადიოკავშირი (თვითმფრინავი);
  5. სატელიტური სატელეფონო დახურული კავშირი;
  6. საქალაქო სამთავრობო გარანტირებული სატელეფონო კავშირი.

საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 13 ნოემბრის N231 განკარგულებით საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურს ნება დაერთო ყოველწლიურად 100 წვევამდელი გაეწვია.

1996 წლის 20 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“, რის შედეგადაც სამთავრობო დაცვის სამსახურს ეწოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.
კანონის მიხედვით განისაზღვრა სამსახურის სტრუქტურა:

  1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვა;
  2. აფხაზეთისა და აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფები;
  3. პირადი დაცვის სამმართველო;
  4. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო;
  5. დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების დაცვის სამმართველო;
  6. ოპერატიული სამმართველო;
  7. კადრების სამმართველო;
  8. სამეურნეო სამმართველო;
  9. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი;
  10. სამსახურის უფროსის აპარატი;
  11. კავშირგაბმულობის სამმართველო;
  12. ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება;
  13. საფინანსო განყოფილება;
  14. სამედიცინო განყოფილება.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 დეკემბრის N709 ბრძანებულებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შეიქმნა საქართველოს მილსადენის კომპანიისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო.

კანონის მიხედვით განისაზღვრა სამსახურის სტრუქტურა:

  1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველო;
  2. პირადი დაცვის დეპარტამენტი;
  3. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობo რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტი;
  4. ოპერატიული დეპარტამენტი;
  5. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
  6. სამსახურის ადმინისტრაცია(დეპარტამენტი);
  7. გენერალური ინსპექცია(დეპარტამენტი);
  8. ეკონომიკური დეპარტამენტი;
  9. სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო;
  10. კადრების მთავარი სამმართველო;
  11. სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;
  12. სამედიცინო მთავარი სამმართველო;
  13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
  14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
  15. დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველო.

2013 წლის 28 მარტის საქართველოს მთავრობის №71 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებით, განისაზღვრა სამსახურის შემდეგი სტრუქტურული დანაყოფები:

  1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტი;
  2. სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
  3. პირადი დაცვის დეპარტამენტი;
  4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;;
  5. ოპერატიული დეპარტამენტი;
  6. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
  7. გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
  8. ეკონომიკური დეპარტამენტი;
  9. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი;
  10. კადრების მთავარი სამმართველო;
  11. ესკორტირების მთავარი სამმართველო;
  12. სამედიცინო მთავარი სამმართველო;
  13. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
  14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
  15. სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო).

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის N364 დადგენილებით ცვლილება შევიდა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში და 2020 წლის 1 ივლისიდან განისაზღვრა სამსახურის შემდეგი სტრუქტურული დანაყოფები:

  1. სამსახურის ადმინისტრაცია(დეპარტამენტი);
  2. სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  3. პირადი დაცვის დეპარტამენტი;
  4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტი;
  5. ოპერატიული დეპარტამენტი;
  6. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
  7. გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
  8. ეკონომიკური დეპარტამენტი;
  9. სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი;
  10. ესკორტირების მთავარი სამმართველო;
  11. სამედიცინო მთავარი სამმართველო;
  12. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
  13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო.“.

 

 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსები:

1994 - 1998 წწ - ვახტანგ ქუთათელაძე, გენერალ-ლეიტენანტი
1998 - 2003 წწ - სულხან პაპაშვილი, სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი
2003 - 2004 წწ - გიორგი ალექსიძე, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი
2004 -2010 წწ - ოთარ ქველიძე, სახელმწიფო დაცვის გენერალ-ლეიტენანტი
2010 - 2013 წწ - თეიმურაზ ჯანაშია, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი
2013 - 2014 წწ - ანზორ ჩუბინიძე, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკი
2014 - 2014 წლის დეკემბრამდე- თეიმურაზ მღებრიშვილი, სახელმწიფო დაცვის პოლკოვნიკი
2014 წლის 11 დეკემბრიდან - ანზორ ჩუბინიძე, სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი.

 

განისაზღვრა სამსახურის შემდეგი სტრუქტურული დანაყოფები:
ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< ოქტომბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
14
15
1617181920
21222324252627
28293031   
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო