საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალი

2015-02-12 16:07:00

    2015 წლის 12 თებერვალს შსს აკადემიაში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
ინსტრუქტორთა მომზადების სპეციალური მოკლევადიანი კურსი (ტრენერთა ტრენინგი), რომელიც შსს აკადემიაში 9-12 თებერვალს მიმდინარეობდა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 11-მა თანამშრომელმა წარმატებით დაასრულა.
   აღნიშნული კურსი მიზნად ისახავდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინსტრუქტორთა სწავლების მეთოდების გაუმჯობესებასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. სწავლების პროცესში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სწავლების თანამედროვე მეთოდები, პრეზენტაციის უნარები, სწავლების მეთოდოლოგია და სხვა. კურსი თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.
   კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ და შსს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა
.  (იხ.ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< ივლისი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7891011
12
13
14151617181920
21222324252627
28293031   
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო