საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

შიდა ტურნირი მინი-ფეხბურთში

2012-05-16 12:45:00

დასრულდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შიდა ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელიც მიზნად ისახავდა სამსახურის თანამშრომელთა შორის მინი-ფეხბურთის, როგორც აქტიური დასვენების პოპულარიზაციას, ასევე საუკეთესო გუნდის გამოვლენას.

გათამაშებაში სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის 10 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში თამაშის უფლება ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს გუნდებმა მოიპოვეს.

ფინალური მატჩი ანგარიშით 2:1 ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის დეპარტამენტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა. მატჩს სამსახურის უფროსის მოადგილეები და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (იხ. ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მაისი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6
7
89101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო