საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 448 წვევამდელმა სამხედრო და სდსს–ის მოსამსახურის ფიცი დადო

2012-06-12 12:05:00

2012 წლის 12 ივნისს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 448 წვევამდელმა საზეიმო ვითარებაში დადო სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი.

მათ პირობა დადეს, რომ დაიცავენ საქართველოს კონსტიტუციას, სამხედრო წესდების მოთხოვნებს და შეასრულებენ მეთაურთა ბრძანებებს.

ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საზეიმო მარშით გაიარეს და თავდაცვის სამინისტროს სარიტუალო ორკესტრის თანხლებით შეასრულეს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ფიცის დადების ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელმაც ახალწვეულებს ქვეყნის სამსახურში ჩადგომა მიულოცა.

დავით ბაქრაძემ და სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ ჯანაშიამ ახალწვეულებთან ერთად ისადილეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 448 საკონტრაქტო მოსამსახურე დღეიდან შეუდგება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას - ისინი დაიცავენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ობიექტებს.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიებაზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ უმცროს ოფიცერთა შემადგენლობასა და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებში ჩარიცხულ თანამშრომლებს სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა.  (იხ. ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< ნოემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920
21
222324
252627282930 
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო