საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ფილიპ დიმიტროვმა სდსს-ის სასწავლო ცენტრში ლექცია წაიკითხა

2012-09-19 14:15:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის სასწავლო ცენტრში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა,  ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა წაიკითხა ლექცია თემაზე  „საქართველო და ევროკავშირი“. ლექციაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მნიშვნელობაზე, აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციაში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად განსახორციელებელ რეფორმებზე,  გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე და სხვ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ასევე განემარტათ, რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ლექციის დასასრულს ელჩმა სდსს-ს თანამშრომლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.   (იხ. ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მაისი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო