სიახლეები
საერთაშორისო თანამშრომლობა
2015 წლის 26-27 თებერვალს,მოლდოვას რესპუბლიკაში, ქ.კიშინიოვში, გაიმართა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურისა და რუმინეთის დაცვის სამსახურის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა.
შეხვედრაზე შემუშავებული და განხილული იქნა აღნიშნულ სამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმის პროექტი.ოქმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება დაცვით ღონისძიებებში ჩართული პირების პროფესიული მომზადების სფეროში, კონკრეტულად კი ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავება, მიღებული საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების გაცნობა-გაზიარება, ასევე მხარეთა პერსონალის პროფესიული სწავლებისა და განვითარების მიზნით კონფერენციების, სემინარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა, ინფორმაციისა და სასწავლო-მეთოდური მასალის ურთიერთგაცვლა.
საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და რუმინეთის დაცვის სამსახურების ხელმძღვანელთა მიერ თანამშრომლობის შესახებ ოქმის ხელმოწერა დაგეგმილია მიმდინარე წლის აპრილში. (იხ.ალბომი)