საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

''საქართველოს სოლიდარობის ფონდი''

2014-07-21 19:06:00

დღეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მარიამ ჯაშმა პრეზენტაცია გამართა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ შესახებ. აღნიშნული ფონდი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით არის დაფუძნებული.

ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვა. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. აქციაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და სამსახურის პირადი შემადგენლობა მიესალმება აღნიშნულ ინიციატივას, მზად არის ჩაერთოს საქველმოქმედო აქტივობაში და სოციალურად დაუცველი პირების მკურნალობაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. (იხ.ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< დეკემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო