საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

გამწვანების აქცია ''დაგეგმე მომავალი''

2015-03-14 12:14:00

მ/წ 14 მარტს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინიციატივით, სახელმწიფო დაცვის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართა გამწვანების აქცია - „დაგეგმე მომავალი“.
აქციის ფარგლებში, სასწავლო ცენტრის ბაზაზე 3500 -მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო, რომლის მოვლა-პატრონობასაც მომავალში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ინიციატივა „დაგეგმე მომავალი“ არის აქცია, რომელშიც ჩაერთვნენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების აღსაზრდელები. ბავშვებმა სიმბოლურად თითო ხე დარგეს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივ საქმეში.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიერ შესრულებულ საჩვენებელ გამოსვლებში ბავშვებიც ჩაერთვნენ, თავად სცადეს რიფელინგის კოშკიდან დაშვება.
აღნიშნულ აქციაში მონაწილეობდა ქ.თბილისის მერი დავით ნარმანია, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი,

 

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელმაც ბავშვებს საჩუქრად ბურთები და სპორტული მაისურები გადასცა.

დასასრულს, სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა და სამახსოვროდ წიგნები გადასცა. მსგავსი ღონისძიება არ ატარებს ერთჯერად ხასიათს და ის მომავალშიც გაგრძელდება. (იხ. ალბომი)

 

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< ივლისი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7891011
12
13
14151617181920
21222324252627
28293031   
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო