სიახლეები
თანამშრომლობის ოქმის გაფორმება
24 აპრილს, რუმინეთში (ქ.ბუქარესტი), საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის, რუმინეთის დაცვის სამსახურის უფროსის ლუჩიან პაჰონტუს და მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ვიქტორ ტარნას მიერ გაფორმდა სამსახურებს შორის თანამშრომლობის ოქმი.
ოქმის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება დაცვით ღონისძიებებში ჩართული პირების პროფესიული მომზადების სფეროში, დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების უახლესი მეთოდიკის ურთიერთგაზიარება, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შემუშავება, ინფორმაციისა და სასწავლო-მეთოდური მასალების ურთიერთგაცვლა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ოქმზე ხელმომწერი სამსახურების უდიდეს როლს ქვეყნების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, საერთაშორისო ტერორიზმის გამოვლინებების პრევენციასა და მათზე ეფექტიან რეაგირებაში.
თანამშრომლობის ოქმის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, 2015 წლის მაისში, მოლდოვას რესპუბლიკაში გაიმართება საქართველოს, რუმინეთისა და მოლდოვას შესაბამისი სამსახურების თანამშრომელთა შეკრება, ხოლო შემდგომი ეტაპები მოიცავს ტრენინგებს და გადამზადებას საქართველოში (სექტემბერი) და რუმინეთში (ოქტომბერი). იხ. (ფოტოალბომი)