საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სდსს-მ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს უმასპინძლა

2015-06-09 12:54:00

6 ივნისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა წილკნის და გალავნის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში სამსახურის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მოზარდებმა დაათვალიერეს სამსახურის კინოლოგიური ბაზა, დაესწრნენ გაწვრთნილი ძაღლების მიერ ასაფეთქებელი საშუალებების აღმოჩენის დემონსტრირებას, მოინახულეს გამწვანების აქციის „დაგეგმე მომავალი“ დროს სამსახურის თანამშრომელთა მიერ გამწვანებული ტერიტორია.

გარდა ამისა, გაიმართა საფეხბურთო მატჩი, რომელშიც მოზარდთა გუნდის წინააღმდეგ სდსს თანამშრომლებმა, მათ შორის სამსახურის უფროსმაც მიიღო მონაწილეობა.

ბავშვთა სახლების აღსაზრდელები კომპანიების „ბარამბოსა“ და „ზედაზენის“ წარმომადგენლებმა ტკბილეულითა და გამაგრილებელი სასმელებით დაასაჩუქრეს.

ღონისძიების დასასრულს, სდსს უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სტუმრების ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა თაობის განათლებისა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების აუცილებლობაზე და მოზარდებს პირობა მისცა, რომ საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და სპორტული შედეგების მქონე ახალგაზრდები, სურვილის შემთხვევაში, მომავალში აუცილებლად დასაქმდებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< ივლისი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15
16
1718192021
22232425262728
293031    
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო