საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სდსს შექმნიდან 21 წლისთავს აღნიშნავს

2015-06-27 16:38:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაიმართა სამსახურის შექმნიდან 21 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია.

ღონისძიების ფარგლებში, საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხმა 140-მდე წვევამდელმა სამხედრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადო.

საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მთავრობის სხვა წევრები.

საპატიო სტუმრებმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და შემდგომი წარმატებები უსურვეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს.

სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ საპატიო სამკერდე ნიშნებით და სიგელებით დააჯილდოვა სდსს თანამშრომელთა ჯგუფი.

 იხ. (ფოტოალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< ოქტომბერი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
2021
22
23242526
2728293031  
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო