სიახლეები
საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
2015-08-24 13:39:00
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 2015 წლის 24 აგვისტოდან აცხადებს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა განცხადებების მიღებას.
ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების შედეგად შეირჩევიან სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი 18-დან 27 წლამდე წვევამდელები, რომელთა მინიმალური სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
CV (მოკლე ავტობიოგრაფია);
ფოტოსურათი 3X4;
მიწერის მოწმობა;
საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
აღნიშნული საბუთების მიღება ხდება როგორც ელ.ფოსტით contact@ssps.gov.ge, აგრეთვე მისამართზე: ქ.თბილისი,
9 აპრილის #2.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 228 44 22