საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

საქართველოს, რუმინეთისა და მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურების ერთობლივი ტრენინგი

2015-09-25 19:05:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მიმდინარე წლის აპრილში, ქალაქ ბუქარესტში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის ოქმით გათვალისწინებული ტრენინგის ფარგლებში რუმინეთის დაცვის სამსახურისა და მოლდოვას რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლებს უმასპინძლა.

ოთხდღიანი ერთობლივი თეორიული და პრაქტიკული სწავლება მოიცავდა, როგორც გაცნობითი ხასიათის სემინარებს, ასევე დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მეთოდების ურთიერთგაზიარებას. ზემოაღნიშნული ოქმის მთავარი მიზანი ევროპული მისიების უსაფრთხოების ღონისძიებებში კოორდინირებული მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლება და დაგროვილი პრაქტიკისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაა. მორიგ სასწავლო შეხვედრას ოქტომბრის თვეში რუმინეთის სახელმწიფო დაცვის სამსახური უმასპინძლებს.  იხ. ვიდეო     იხ. ფოტოალბომი  

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მაისი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო