სიახლეები
დაიწყო წვევამდელთა განცხადებების მიღება
2014-09-19 12:30:00

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აცხადებს წვევამდელთა განცხადებების მიღებას საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხად 2014 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები:
- სიმაღლის მინიმალური ზღვარი 175სმ;
- ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება სამსახურის მიერ დამტკიცებული სტანდარტებით;
- კონკურსის შემთხვევაში კანდიდატს მოუწევს ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარება;
მსურველებმა უნდა წარადგინონ: - მოკლე ავტობიოგრაფია (CV);
- ერთი ფოტოსურათი (3x4);
- მიწერის მოწმობა;
- საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ზემოაღნიშნული საბუთების მიღება ხდება ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, 9 აპრილის ქ.N2.
11:00 -18:00 საათამდე. საკონტაქტო მონაცემები დაინტერესებულ პირთათვის: ტელ.:2 28 44 22; email: contact@ssps.gov.ge