სიახლეები
პირად მცველთა VI მსოფლიო ჩემპიონატი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა 18-23 სექტემბერს ქ.კიევში გამართულ რიგით მეექვსე „პირად მცველთა მსოფლიო ჩემპიონატში“ მიიღო მონაწილეობა და გუნდური მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, კახა მერაბიშვილმა - მეორე ადგილი ინდივიდუალურ კომბინირებულ სროლაში. ჩემპიონატზე გუნდი ექვსკაციანი შემადგენლობით წარდგა და შემდეგ სახეობებში იასპარეზა: ფორმაციაში თავდასხმის მოგერიება; ხელჩართული ბრძოლა; სროლის სამი სხვადასხვა სახეობა (კომბინირებული, ფორმაციაში, ავტომობილიდან); ავტომობილის ექსტრემალური მართვა; ავტომობილის დათვალიერება ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის მიზნით; დაჭრილი დასაცავი პირის ევაკუაცია ბარიერების გადალახვით.
აღნიშნული ჩემპიონატი ხელს უწყობს პირად მცველთა მომზადების დონის ამაღლებას, პრაქტიკული ცოდნის შეძენას, დაცვითი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილების გაზიარებას. იხ. ფოტოალბომი (წყარო: www.bodyguard-dnepr.org)