საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

სამსახურის უფროსმა პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2015-11-02 18:33:00

25-28 ოქტომბერს, სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ და სამსახურის სასწავლო ცენტრის უფროსმა ირაკლი ფოჩხუამ, რომში, პირადი დაცვის სამსახურების ასოციაციის (APPS) მიერ გამართულ რიგით მე-14 კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის მიზანს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, მიღებული პრაქტიკული გამოცდილების შეჯამება და გაზიარება წარმოადგენდა. აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში მონაწილეების მიერ განხილულ იქნა რიგი საკითხები, კერძოდ: ტერორიზმისგან მომდინარე გლობალური საფრთხეები; ტერორისტული თავდასხმების შედეგად მიღებული გამოცდილება; მაღალი რანგის პირების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფის ასპექტები; დაცვის სამსახურების ტექნიკური მხარდაჭერისა და აღჭურვილობის კუთხით არსებული სიახლეები და სხვ.

კონფერენციის მსვლელობისას ასოციაციის წევრებმა მოქმედ წესდებაში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილება მიიღეს და მომავალი ღონისძიებების სამოქმედო გეგმები დასახეს.

მომდევნო კონფერენცია 2017 წლის აპრილში, ბუდაპეშტში გაიმართება.  იხ. ფოტოალბომი

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< დეკემბერი 2024 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო