სიახლეები
სასწავლო ცენტრში სემინარი „პირადი მცველის სწავლების სრული ციკლი“ გაიმართა
საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და რუმინეთის დაცვის სამსახურებს შორის პერსონალის პროფესიული სწავლების სფეროში გაფორმებული თანამშრომლობის ოქმის ფარგლებში, სამსახურის სასწავლო ცენტრში სემინარი „პირადი მცველის სწავლების სრული ციკლი“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, რუმინეთის, ბულგარეთის რესპუბლიკისა და უკრაინის დაცვის სამსახურების თანამშრომლებმა მიიღეს.
სემინარის მსვლელობისას განხილულ იქნა პირადი მცველის სამსახურში მიღების პროცედურები, პირად მცველთა საწყისი, საკვალიფიკაციო და განმეორებითი სწავლების ასპექტები, პროფესიული კარიერის დასრულების განმსაზღვრელი ფაქტორები და სხვ.
მონაწილეებმა პირადი მცველის მომზადებისა და გადამზადების საერთო სტანდარტის შემუშავების მიზნით, ერთმანეთს გამოცდილება და დამკვიდრებული პრაქტიკა გაუზიარეს.
დღის ბოლოს სემინარის მონაწილეებს სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე შეხვდა და სემინარის შედეგები შეაჯამა. მხარეები 2016 წლის სამოქმედო გეგმასა და განსახილველ საკითხთა ნუსხაზეც შეთანხმდნენ. იხ. ფოტოალბომი