საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

შეჯიბრი ჯომარდობაში

2014-09-29 17:23:00

ა/წ 28 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თაოსნობით, ფშავის არაგვის ულამაზეს ხეობაში, გაიმართა თანამშრომელთა შიდა ტურნირი ჯომარდობაში.
მონაწილეებმა სტარტი აიღეს კოპალას ხიდთან (სოფელი მაღაროსკარი) და შეჯიბრი დაასრულეს „არაგვის სათავგადასავლო ცენტრთან“ (15კმ - 1სთ და 30 წთ; კატ. 2-3).
ტურნირის გამარჯვებულებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გუნდს, გადაეცა მედლები.
მეორე ადგილს დაეუფლა ქუთაისის დანაყოფი, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კანცელარიის თანამშრომლები.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის „არაგვის სათავგადასავლო ცენტრს“
(იხ. ალბომი)

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მაისი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678
9
1011
12131415161718
19202122232425
262728293031 
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო