საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

SPECIAL STATE PROTECTION SERVICE OF GEORGIA

სიახლეები

ვიზიტი ბუდაპეშტში

2016-02-15 15:58:00

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა ბუდაპეშტში, სამართალდამცავი სტრუქტურების საერთაშორისო აკედემიისა (ILEA) და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ერთკვირიანი კურსი გაიარეს.

 კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ პირადი დაცვის საკითხებს, ოპერატიული ინფორმაციის მოძიების ხერხებს, უმაღლესი თანამდებობის პირთა ვიზიტისას უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმარების, საფრთხეების წინასწარი მოკვლევისა და შეფასების მეთოდებს.

 ერთკვირიან ღონისძიებაში ქართული მხარის გარდა, რუმინეთისა და სლოვაკეთის დაცვის სამსახურების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

 კურსის დახურვის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ბატონი ზაზა კანდელაკი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ბატონი ჯეიმს ჰაინი დაესწრნენ.

ცხელი ხაზი 2 99 02 02
სასწავლო ცენტრივაკანსიასასარგებლო ბმულები

სიახლეების კალენდარი

< მაისი 2025 >
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
საქართველოს მთავრობასაქართველოს პარლამენტისაქართველოს პრეზიდენტიშინაგან საქმეთა სამინისტრო